პარლამენტთან მოძრაობა „ლელოს" წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
საქართველოს პარლამენტის შესასვლელთან საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
„ლელოს“ წევრები – კახა კოჟორიძე და ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ.
როგორც ისინი აცხადებენ, სურთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასწრება, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უნდა უყარონ კენჭი.