პარლამენტთან მოძრაობა „ლელოს” წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

11:02, 12.12.2019

საქართველოს პარლამენტის შესასვლელთან საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

„ლელოს“ წევრები – კახა კოჟორიძე და ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ.

როგორც ისინი აცხადებენ, სურთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასწრება, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უნდა უყარონ კენჭი.

მსგავსი