საქართველოს პარლამენტთან მცირე ინციდენტი მოხდა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მცირე ინციდენტი მოხდა ტაქსის მძღოლების ნაწილსა და პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას შედეგად გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს შორის. მალხაზ მაჩალიკაშვილი და აქციის ერთ-ერთი მონაწილე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, თუმცა სიტუაცია სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.
„ლეიბორისტული პარტია“ და ტაქსის მძღოლების ნაწილი იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომელიც მანქანების თეთრად გადაღებვასა და წელიწადში ორჯერ ტექდათვალიერების გავლას გულისხმობს. ისინი „ვაგზლის მოედნიდან“ პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ.
ამასთან, როგორც ჟურნალისტი იტყობინება, სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ამ დროისთვის პოლიციელები მანქანებისგან საავტომობილო გზას ათავისუფლებენ.