პარლამენტთან „აუდიტორია 115“-ის აქცია დასრულდა
პარლამენტთან „აუდიტორია 115“-ის აქცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან „აუდიტორია 115“-ის წევრების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დასრულდა.

„აუდიტორია 115“-ის მთავარი მოთხოვნაა ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა და შრომითი უფლებების გაძლიერება. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ითხოვენ, შრომით ინსპექტორს მიეცეს შესაძლებლობა, სასამართლო ნებართვის გარეშე შეამოწმოს ობიექტები, სერიოზული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი დამრღვევს წარმოება შეუჩერდეს.

სტუდენტურმა ორგანიზაციამ „აუდიტორია 115“-მა თსუ-ის პირველი კორპუსიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა მოაწყო.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, სტუდენტური ორგანიზაცია „აუდიტორია 115“-ის აქციაზე მცირე დაპირისპირებაც მოხდა.