„აუდიტორია 115“ საპროტესტო მსვლელობას მართავს
„აუდიტორია 115“ საპროტესტო მსვლელობას მართავს

სტუდენტური ორგანიზაცია „აუდიტორია 115“-ის წევრები თსუ-ის პირველი კორპუსიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას მართავენ.

აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა და შრომითი უფლებების გაძლიერებაა.

აქციის მონაწილეები სამშენებლო ობიექტებზე მომუშავეთა გარდაცვალების ფაქტების გახშირებაზე საუბრობენ და ითხოვენ, შრომით ინსპექტორს სასამართლო ნებართვის გარეშე ობიექტების შემოწმების უფლება ჰქონდეს. ამასთან, მათი მოთხოვნაა, დაწესდეს შესაბამის საჯარიმო სანქციები.