პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას პატივი მიაგეს
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციას მართავენ, წუთიერი დუმილით დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას პატივი მიაგეს.
აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად თეთრი ფრანები გაუშვეს.
აქციას ჯვრის მამის მონასტრის მონაზონი დედა თამარი შეუერთდა და შიმშილობა დაიწყო.
როგორც ზაზა სარალიძე აცხადებს, აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ მთავრობა არ გადადგება.
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციებს 10 სექტემბრიდან მართავენ. მათი თქმით, მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენაა.