პარლამენტთან აქციის მონაწილეები მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მიემართებიან
თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულდა.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობა დაიწყეს „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქვთ სამი მოთხოვნა – ორი დღის წინ რუსთაველზე, აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლება, შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა, ასევე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.