პარლამენტთან აქციის მონაწილეები მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მიემართებიან 

00:32, 23.06.2019

თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა  მსვლელობა დაიწყეს „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქვთ სამი მოთხოვნა – ორი დღის წინ რუსთაველზე, აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლება, შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა, ასევე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

მსგავსი