პარლამენტთან აქციაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად პირბადეები გაიკეთეს
პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს.
სოლიდარობის ნიშნად აქციის მონაწილეებმა პირბადეები გაიკეთეს.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
საოკუპაციო რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავება. ე.წ. სასამართლომ გადაწყვეტილება 15 ნოემბერს მიიღო.