პარლამენტთან აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა [ფოტო]
00:37, 21.06.2019
თბილისში, პარლამენტის შენობასთან სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა, შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები. რამდენიმე მათგანს ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. რამდენიმე კი კლინიკებშია გადაყვანილი.