პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე კარვებს შლიან. როგორც აქციის წევრები აცხადებენ, ისინი პრემიერ-მინისტრისგან განცხადების გაკეთებას ითხოვენ.
„პარლამენტთან ვიქნებით, სანამ არ მივიღებთ ადეკვატურ პასუხს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-ში აცხადებენ, რომ ადგილზე იმყოფებიან პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც კანონის ფარგლებში იმოქმედებენ.