საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით – „არა რუსეთს“.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, აქტივისტებთან და მოქალაქეებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლებას და მოსკოვიდან თბილისში პირველი რეისის შესრულებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები ოთხი წლის წინ რუსეთის მიერ გაუქმებული ავიარეისების აღდგენას ევროინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე საფრთხის შემცველად მიიჩნევენ და ხელისუფლებას რეისების განახლებაზე თანხმობის გაუქმებისკენ მოუწოდებენ.