საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა.
აქცია სახელწოდებით – „ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების წლისთავს უკავშირდებოდა.
აქცია ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობდნენ მოქალაქეები, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. აქციაზე იმყოფებოდნენ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები.
აქციის მონაწილეებს კიევიდან სიტყვით მიმართეს კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, ასევე პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.
უკრაინის სოლიდარობის აქციაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას.