პარლამენტში უსაფრთხოების დაცვის ახალი წესი დამტკიცდა, რომელიც 18 სექტემბრიდან ამოქმედდება
პარლამენტში უსაფრთხოების დაცვის ახალი წესი დამტკიცდა, რომელიც 18 სექტემბრიდან ამოქმედდება

საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის ახალი წესი დამტკიცდა, რომელიც მიმდინარე წლის 18 სექტემბრიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს დავამტკიცე პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის ახალი წესი, რომელიც ადგენს: პარლამენტის სასახლეში შესასვლელი საშვის დაშვებისა და სასახლეში შესვლის პირობებს; პარლამენტის სხდომათა დარბაზის სივრცეებს; პარლამენტის სასახლის ვიზიტორთა ქცევის წესს და მისი დარღვევის შედეგებს; მოსალოდნელი საფრთხის მიხედვით უსაფრთხოების სხვადასხვა დონეს.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის შესახებ“ წესი 2023 წლის 18 სექტემბრიდან ამოქმედდება“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.