პარლამენტში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
პარლამენტში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

„ბოლო დღეებში უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ექვსი ქართველის სიცოცხლე შეიწირა, კიდევ ექვსმა ოჯახმა დაკარგა შვილი, მეუღლე, ძმა, მამა. მინდა, საქართველოს პარლამენტის სახელით მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, მეგობრებს, მთლიანად საქართველოს და გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულების ხსოვნას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.