პარლამენტში სოფო კილაძე და ელენე ხოშტარია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ [ვიდეო]
პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია და კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
სხდომაზე სოციალური მუშაკების გაფიცვის საკითხზე მსჯელობდნენ. ელენე ხოშტარია ადამიანის უფლებათა დარღვევებზე საუბრობდა, სოფო კილაძემ კი აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრის უფლება არ აქვს.
ამის შემდეგ დეპუტატებმა ერთმანეთს უზრდელი და თავხედი უწოდეს.