პარლამენტში სახალხო დამცველის საკითხზე „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს
პარლამენტში სახალხო დამცველის საკითხზე „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს.
დახურული შეხვედრა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის კაბინეტში იმართება.
მმართველი გუნდიდან, მამუკა მდინარაძესთან ერთად, კონსულტაციებში მონაწილეობს მიხეილ სარჯველაძე. ოპოზიციიდან კი შეხვედრას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „გირჩი“, პარტია „მოქალაქეები“, პარტია „საქართველოსთვის“, „რეფორმების ჯგუფის“ წევრი ხათუნა სამნიძე და „ევროპელი სოციალისტები“.
დღევანდელ დახურულ კონსულტაციებში არ მონაწილეობს მხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებელი“.