პარლამენტში მომავალ კვირას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მოუსმენენ.
მინისტრის მოსმენა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზეა დაგეგმილი, რომელიც 5 მარტს არის ჩანიშნული.
სხდომაზე განსახილველი საკითხი ბავშვთა დაცვისა და სოციალური მუშაობის სისტემის პრობლემებია.