პარლამენტში მომავალ კვირას დავით სერგეენკოს მოუსმენენ

17:52, 01.03.2019

პარლამენტში მომავალ კვირას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მოუსმენენ.

მინისტრის მოსმენა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზეა დაგეგმილი, რომელიც 5 მარტს არის ჩანიშნული.

სხდომაზე განსახილველი საკითხი ბავშვთა დაცვისა და სოციალური მუშაობის სისტემის პრობლემებია.

მსგავსი