პარლამენტში გიორგი ცაგარეიშვილის უფლებამონაცვლე არჩილ გორდულაძე იქნება
პარლამენტში გიორგი ცაგარეიშვილის უფლებამონაცვლე არჩილ გორდულაძე იქნება

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გიორგი ცაგარეიშვილის ადგილმონაცვლის, არჩილ გორდულაძის დანიშვნის საკითხი განიხილა და მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, არჩილ გორდულაძესთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაცია არსებობს, ყველა შესაბამისი საბუთი და მისი თანხმობა.

„მხარი დავუჭიროთ არჩილ გორდულაძეს და მისი უფლებამოსილება იყოს ცნობილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პლენარული სხდომის მხარდაჭერის შემდეგ კოლეგას დარბაზში მივესალმებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი ცაგარეიშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშვნასთან დაკავშირებით ვადაზე ადრე შეუწყდა.