პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

სხდომაზე „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ფიზიკურად დაუპირისპირდა დამოუკიდებელ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს. მათ ერთმანეთს უცენზურო სიტყვებითაც მიმართეს.

ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩაერთო უმრავლესობის წევრი ლევან მგალობლიშვილიც.

პარლამენტში ამ დროისთვის „თავდაცვის კოდექსის“ პროექტს განიხილავენ, თუმცა უცნობია, დაპირისპირება კონკრეტულად რასთან დაკავშირებით დაიწყო. სავარაუდოდ, დაპირისპირება „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხებოდა.