პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს უსმენენ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატებს გიორგი მიროტაძისა და გიორგი ხიშტოვანის კანდიდატურები წარუდგინა.
კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ, როგორ შეარჩია პრეზიდენტმა კანდიდატები.
„კონკურსი არ ჩატარებულა, რადგან ამის ვალდებულებას კანონი არ ითვალისწინებს. მივაგენით ამ კანდიდატებს“, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ.