პარლამენტში არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტზე კონსულტაციები მიმდინარეობს
პარლამენტში არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტზე კონსულტაციები მიმდინარეობს

პარლამენტში არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

აღნიშნულ თემაზე შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან იმართება.

შეხვედრას უმცირესობის წევრები დავით ბაქრაძე, სერგი კაპანაძე და გიგა ბოკერია ესწრებიან.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.