პარლამენტმა თეა წულუკიანის ადგილმონაცვლის, ნინო იობაშვილის უფლებამოსილება ცნო
პარლამენტმა ნინო იობაშვილის უფლებამოსილება ცნო. ის საკანონმდებლო ორგანოში თეა წულუკიანის ადგილმონაცვლე იქნება.
შესაბამისი დადგენილების პროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
თეა წულუკიანის ადგილმონაცვლის დანიშვნის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც წულუკიანმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დაიკავა.