პარლამენტმა თეა წულუკიანის ადგილმონაცვლის, ნინო იობაშვილის უფლებამოსილება ცნო

13:14, 01.04.2021

პარლამენტმა ნინო იობაშვილის უფლებამოსილება ცნო. ის საკანონმდებლო ორგანოში თეა წულუკიანის ადგილმონაცვლე იქნება.

შესაბამისი დადგენილების პროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

თეა წულუკიანის ადგილმონაცვლის დანიშვნის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც წულუკიანმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

მსგავსი