პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა 89 ხმით მხარი დაუჭირა პარლამენტის დადგენილების პროექტს „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ დეპუტატებს მეურვეობის სამი კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის წევრების შემადგენლობა გააცნო:
მაკო ჯაოშვილი − მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი;
ბაკურ ბაკურაძე − რეჟისორი;
მიხეილ ჯავახიშვილი − მუსიკოსი, თბილისის ახალგაზრდული კაპელის ხელმძღვანელი;
ეკა მელქაძე − ჟურნალისტი;
ნინო მეუნარგია − ჟურნალისტი, რადიო „იმედის“ წამყვანი;
ერმილე მესხია − ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
გიორგი იმედაშვილი − საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი;
გიორგი დავითური − ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი;
მარიამ გოგოსაშვილი − საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით, დადგენილება მიღებისთანავე ამოქმედდება.