პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ქეთევან ჩარკვიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნეს.
ქეთევან ჩარკვიანს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ქეთევან ჩარკვიანი პარლამენტში ქეთევან დუმბაძის ადგილმონაცვლეა.
ქეთევან დუმბაძეს საშემოდგომო სესიაზე შეუწყდა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, ვინაიდან ის საქართველოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელად დაინიშნა.