პარლამენტმა ქეთევან ჩარკვიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

20:14, 19.09.2023

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ქეთევან ჩარკვიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნეს.

ქეთევან ჩარკვიანს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ქეთევან ჩარკვიანი პარლამენტში ქეთევან დუმბაძის ადგილმონაცვლეა.

ქეთევან დუმბაძეს საშემოდგომო სესიაზე შეუწყდა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, ვინაიდან ის საქართველოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელად დაინიშნა.

მსგავსი