საქართველოს პარლამენტმა ლადო კახაძის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო.
საკითხზე კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჩატარდა.
ლადო კახაძის სადეპუტატო უფლებამოსილებას მხარი 87-მა დეპუტატმა არცერთის წინააღმდეგ დაუჭირა. ლადო კახაძე მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატია. მან სადეპუტატო მანდატი 19 მაისის შუალედურ არჩევნებში მოიპოვა.
ლადო კახაძე საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჩაანაცვლებს.