პარლამენტმა ლადო კახაძის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

13:02, 27.06.2019

საქართველოს პარლამენტმა ლადო კახაძის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო.

საკითხზე კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჩატარდა.

ლადო კახაძის სადეპუტატო უფლებამოსილებას მხარი 87-მა დეპუტატმა არცერთის წინააღმდეგ დაუჭირა. ლადო კახაძე მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატია. მან სადეპუტატო მანდატი 19 მაისის შუალედურ არჩევნებში მოიპოვა.

ლადო კახაძე საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჩაანაცვლებს.

მსგავსი