პარლამენტმა გრეტა წიწავას სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო
პარლამენტმა გრეტა წიწავას სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გრეტა წიწავას სადეპუტატო უფლებამოსილება ცნეს. კენჭისყრისას გრეტა წიწავას მხარი დაუჭირა 88 დეპუტატმა.

გრეტა წიწავა პარლამენტში თამარ ტალიაშვილის ადგილმონაცვლეა.

ცნობისთვის, თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა, რის გამოც მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.