პარლამენტმა ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.
დღეს საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა 83 დეპუტატმა. კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციას აქვს რამდენიმე კრიტიკული კითხვა. ეს კითხვები ეხება იმას, რატომ მოხდება 2024 წლის არჩევნების ჩატარება ამომრჩევლის 70 პროცენტში ელექტრონული ხმით და ეს რატომ არ ხდება 100 პროცენტში. ისინი ასევე დაინტერესდნენ იმითაც, რატომ არ შეიძლება საშუალება ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან, ელექტრონულად მისცენ ხმა არჩევნებში. ამ კითხვების საპასუხოდ, მმართველი გუნდის ლიდერებმა განმარტეს, რომ ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ რეგისტრაცია გაიარონ და არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.
საკითხის მომხსენებელმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ არც ერთ ქვეყანაში არ არის პრეცედენტი, სადაც არჩევნები ასივე პროცენტით ელექტრონული სისტემით ტარდება.
„ქართული ოცნება“ განმარტავს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა 70 პროცენტის ხმის მიცემას ელექტრონული სისტემით შეძლებს. მმართველი გუნდი არ გამორიცხავს, რომ ეს პროცენტული მაჩვენებელი 90 პროცენტამდეც გაიზარდოს, თუმცა ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ამის შესაძლებლობები ტექნიკური თვალსაზრისით უნდა იყოს გათვალისწინებული, უმრავლესობა საუბრობს, რომ დანარჩენ 30 პროცენტში გათვალისწინებული იქნება ბიულეტენების გაციფრულება.
მმართველი გუნდი ამბობს, რომ ამ ცვლილებებით 2024 წლის არჩევნებზე გამოირიცხება ნებისმიერი სახის სპეკულაციებზე საუბარი და ასევე არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე საუბარი.