პარლამენტის ყველა შესასვლელი გათავისუფლდა და რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გაიხსნა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
საავტომობილო მოძრაობა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ქუჩებსა და რუსთაველის გამზირზე აღდგა.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. პარლამენტთან რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები.