რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

19:07, 18.11.2019

პარლამენტის ყველა შესასვლელი გათავისუფლდა და რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გაიხსნა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

საავტომობილო მოძრაობა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ქუჩებსა და რუსთაველის გამზირზე აღდგა.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. პარლამენტთან რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები.

მსგავსი