საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან ამ დრომდე რჩებიან მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები. სამართალდამცველები მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
შეგახსენებთ, ხმაური იყო თავდაპირველად პარლამენტის შესასვლელთან. მედიაორგანიზაციებისა და საპროტესტო აქციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მათ საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებდნენ. ამასთან, პარლამენტთან მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებზე საშვები დაშვებული იყო. მოგვიანებით, ხმაური და დაპირისპირება გაგრძელდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის. პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. მათი მოთხოვნაა, პარლამენტმა განიხილოს მხოლოდ ის საკითხები, რაც ახლა საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს და მთავრობისთვის უნდობლობის პროცედურა დაიწყოს.