პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის დასრულების შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძეს დაუპირისპირდნენ.

მანამდე, დღევანდელ სხდომაზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ, გუბაზ სანიკიძემ სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილს მიმართა: „საერთაშორისო სასამართლო როდესაც იქნება, შეიძლება, იქ გამოგიძახონ და არც პიროვნულად და არც საქვეყნოდ არ მემეტებით. ეს ომი უკრაინის გამარჯვებით რომ დასრულდეს, რაშიც თქვენ ეჭვი გეპარებათ და უკრაინელებმა მათი, მიხეილ სააკაშვილისა და ევროკავშირის დაგეგმილი გადატრიალების დამადასტურებელი საბუთი რომ მოითხოვონ, მერე რას შვრებით“.

ირაკლი ღარიბაშვილმა გუბაზ სანიკიძეს „გაყიდული და მოღალატე კაცი“ უწოდა, რის შემდეგაც სანიკიძემ ღარიბაშვილს სხდომათა დარბაზში უწმაწური სიტყვებით მიმართა.