პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერსა და „ხალხის ძალის“ წარმომადგენელს შორის დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი ვაშაძის განცხადების გაკეთებისას დარბაზში რეპლიკები ისმოდა. რეპლიკები კი მოჰყვა ვაშაძის განცხადებას, „რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტის მიღება არის სამშობლოს ღალატი“.
გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა – „ეს ხალხი დარბაზიდან გაიყვანეთ“. ამის შემდეგ ვაშაძემ მიხეილ ყაველაშვილს მიმართა. „ნუ იჭიმები. წადი, ფეხბურთი ითამაშე, ბიჭო. მიდი, ბურთი გააგორე, ღალატზე ხელის მომწერი ადამიანი წამსვლელია ყველაფერზე. თქვენი ოჯახის წევრებთან გექნებათ პასუხი მოსათხოვნი“, – აღნიშნა ვაშაძემ.
სხდომათა დარბაზში ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.