პარლამენტის შესასვლელებთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული
პარლამენტის შესასვლელებთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

პარლამენტის შესასვლელებთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მათ საკანონმდებლო ორგანოსთან ჯებირები მიიტანეს. ამ წუთებში ადგილზე სიმშვიდეა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დღეს პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ.

12:00 საათზე პარლამენტის პლენარული სხდომაა ჩანიშნული, მანამდე კი კომიტეტების სხდომები უნდა გაიმართოს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შეეცდებიან, დისკომფორტი შეუქმნან დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში მივლენ.

რუსთაველის გამზირზე აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტი ჩავარდა.