პარლამენტის შენობასთან, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე აქციას მართავს, ინდიცენტი მოხდა.
აქციის ერთ-ერთ მონაწილეს სამართალდამცველებმა ჩანთის შემოწმება სთხოვეს, რასაც ზაზა სარალიძის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ადამიანი, რომელსაც ჩანთის შემოწმება სთხოვეს, მისი ცოლი იყო. სარალიძე პოლიციელებს ეკითხებოდა, „რომელმა დაარტყა მის ცოლს ხელი“, რის შემდეგაც ერთ-ერთ სამართალდამცველს შეაფურთხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველებმა ზაზა სარალიძეს პარლამენტთან კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. პოლიციამ კი კარვების ნაწილი ტერიტორიიდან გაიტანა.