სამართალდამცველებმა ზაზა სარალიძეს პარლამენტთან კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს 
სამართალდამცველებმა ზაზა სარალიძეს პარლამენტთან კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს 

პარლამენტის შენობასთან აქციაზე ზაზა სარალიძემ კარვის გაშლა სცადა, რისი საშუალებაც მას სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. პოლიციამ კი კარვების ნაწილი ტერიტორიიდან გაიტანა.

მანამდე კი, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა მას კარვები წაართვეს. მისი თქმით, აქციის ჩატარების ნებართვა მერიისგან გუშინ მიიღეს.