პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს, ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
„ჩვენი კომიტეტის აპარატმა დაადგინა, გამოხატავდა თუ არა ეს განცხადებები განმცხადებელთა ნებას და პარლამენტის სამივე წევრმა დაადასტურა, რომ ეს განცხადებები არის მათი ნების გამოხატულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, მათი განცხადება პარლამენტის ბიუროს უკვე როგორც დადასტურებული, რათა მან მერე ეს საკითხი, როგორც ამას პარლამენტის რეგლამენტი ითხოვს, გაიტანოს უახლოესი სესიის სხდომაზე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.