პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7-8 მარტის აქციის საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7, 8, 9 მარტს გამართულ გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დაკავებული პირი უნდა განთავისუფლდეს, რადგან ის სისტემის ტყვეა.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, ლაზარე გრიგორიადისი ციხეში არ ზის დანაშაულის გამო, ის ციხეშია შურისძიების გამო.
„ჩვენ გვინდა, ლაზარემ იგრძნოს, რომ მას არ ავკიდეთ პასუხისმგებლობა იმ წარმატებაზე და ის არ გახდა შურისძიების მსხვერპლი. მივიჩნევ, რომ რა პროტესტზეც ის დააკავეს, იმ პროტესტით ჩვენ, ყველამ, მივიღეთ სიკეთე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო თუ სხვა პარტიის. მე ვიცი, „ქართულ ოცნებასაც“ ჰყავს პროდასავლური მხარდამჭერები და მათთვისაც გააკეთა ის, რასაც ჩვენმა უამრავმა წინაპარმა თავი შესწირა თავის დროზე, ეს არის ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაცია“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე 7, 8, 9 მარტს გამართულ გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.