პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ისინი მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს, დატოვონ ტერიტორია
პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ისინი მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს, დატოვონ ტერიტორია

პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ისინი მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს, დატოვონ ტერიტორია.

სამართალდამცველები პარლამენტის მიმდებარედ მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები სხვადასხვა საგნით ჩახერგეს.

აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ჰკითხეს, თუ რატომ გახდა საჭირო მათი პარლამენტთან გამოჩენა, რაზეც სამართალდამცველებმა განუცხადეს, რომ მიზეზი პარლამენტის მიმდებარედ ტერიტორიის დასუფთავებაა.