პარლამენტის იურიდიული კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს
პარლამენტის იურიდიული კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ 9 აპრილს დასვენების დღეა, კომიტეტი პროცედურით გათვალისწინებულ სამდღიან ვადას დაიცავს და ცვლილებებზე პირველი მოსმენით მომავალი კვირის ორშაბათს იმსჯელებს.

„ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდა. მასთან ერთად დაინიცირდა ორი ალტერნატიული პროექტი გიორგი გახარიას გუნდის მიერ.