პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მერაბ გაბინაშვილს უსმენენ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მერაბ გაბინაშვილს უსმენენ.
მერაბ გაბინაშვილი სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა. ის უმაღლეს ინსტანციაში მსურველი კანდიდატების პირველი 10-კაციანი სიის წევრიც იყო.
მერაბ გაბინაშვილს შეკითხვა დაუსვეს მედიისა და თმენის ვალდებულების თაობაზე. ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის შეკითხვის საპასუხოდ, მან განაცხადა, რომ თმენის ვალდებულება მაღალი აქვს. გაბინაშვილის თქმით, ბალანსი უნდა იყოს დაცული და თუ კი, მედია არ შელახავს მის პირად ღირსებას, თმენის ვალდებულება გააჩნია. მისი თქმით, უნდა მოხდეს დაბალანსება გამოხატვის თავისუფლებასა და ღირსების შელახვას შორის.
როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, დღეს 20 კაციანი სიიდან მხოლოდ გაბინაშვილთან მოხდება გასაუბრება, რომელსაც შეკითხვებს მმართველი გუნდის წარმომადგენლების გარდა, ოპოზიციაც დაუსვამს.