პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა შესაძლოა, ნინო წილოსანმა შეცვალოს
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო წილოსანის კანდიდატურა განიხილება.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა შესაძლოა, საკანონდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერი გახდეს, მას კი, კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე დეპუტატი ნინო წილოსანი შეცვლის.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში ნინო წილოსანს ფრაქცია „ქართული ოცნების” მდივნის თანამდებობა უკავია.