პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა შესაძლოა, კახა კუჭავამ დაიკავოს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა შესაძლოა, კახა კუჭავამ დაიკავოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა შესაძლოა, დეპუტატმა კახა კუჭავამ დაიკავოს.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ვიცე-სპიკერად სწორედ კახა კუჭავას კანდიდატურა განიხილება.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში კახა კუჭავა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ხელმძღვანელობს.

პარლამენტის სპიკერატში ამჯერად ორი ადგილი არის ვაკანტური, რადგან პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობა თამარ ჩუგოშვილმა, ასევე ვიცე-სპიკერის პოსტი ზვიად ძიძიგურმა დატოვეს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ჩუგოშვილი შესაძლოა, გია ვოლსკიმ შეცვალოს.