პარლამენტი სემეკ-ის წევრად გოჩა შონიასა და დავით ნარმანიას არჩევას კენჭს სავარაუდოდ, ამ კვირაში უყრის
პრეზიდენტმა პარლამენტს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გოჩა შონიასა და დავით ნარმანიას კანდიდატურები წარუდგინა.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს სემეკ-ის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურები გუშინ წარუდგინა.
საკანონმდებლო ორგანო აღნიშნულ კანდიდატებს კენჭს სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის რიგგარეშე სხდომებზე უყრის. მათ თანამდებობებზე დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.