პარლამენტი სემეკ-ის ​ წევრად გოჩა შონიასა და დავით ნარმანიას არჩევას კენჭს სავარაუდოდ, ამ კვირაში უყრის 
პარლამენტი სემეკ-ის ​ წევრად გოჩა შონიასა და დავით ნარმანიას არჩევას კენჭს სავარაუდოდ, ამ კვირაში უყრის 

პრეზიდენტმა პარლამენტს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) ​ წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გოჩა შონიასა და დავით ნარმანიას კანდიდატურები წარუდგინა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს სემეკ-ის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურები გუშინ წარუდგინა.

საკანონმდებლო ორგანო აღნიშნულ კანდიდატებს კენჭს სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის რიგგარეშე სხდომებზე უყრის. მათ თანამდებობებზე დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.