პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტი ხვალ იმსჯელებს.
როგორც ვოკლსკიმ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ჯერ იქნება დებატები, შემდეგ კი ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურა გაგრძელდება.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ჰქონდა გაკეთებული და ცნობად ვიღებთ. შესაბამისად, დღის წესრიგში არის ახალი საკითხის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ეს პირველი მოსმენის რეჟიმით ტარდება. ამ საკითხებთან დაკავშირებით ხვალ გვექნება მსჯელობა, მას შემდეგ, რაც გადადგომის ცნობას განცხადების სახით მივიღებთ. შემდეგ იქნება პოლიტიკური დებატები და გაგრძელდება უკვე პროცედურა ახალი თავმჯდომარის არჩევის.
საორგანიზაციო საკითხებს რაც შეეხება, ეს არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად კახაბერ კუჭავას წარდგენა. ეს დღის წესრიგში უკვე შეტანილი გვაქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ 24 აპრილს განაცხადა.